ახალი ამბები

ანონსი – 6 ივნისი

5 ივნისი, 2014 •
ანონსი – 6 ივნისი

10.30 საათზე სასტუმრო ვერე პალასში ღია მმართველობა საქართველოს 2014–2015 წწ. სამოქმედო გეგმის პროექტის წარდგენა გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსნდრე ბარამიძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თინა ხიდაშელი. მისამართი: ქ. თბილისი, ქუჩიშვილის ქუჩა 24/8 (სასტუმრო ვერე პალასი).

 

11:00 სთ-ზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯია” მე-11 პავილიონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-7 საერთაშორისო გამოფენას WinExpo Georgia-2014 გახსნის. საკონტაქტო პირი – თამარ გოდერძიშვილი 577 08 00 87

 

11:00-ზე საერთო სამოქალაქო მოძრაობა – „მრავალეროვანი საქართველო“ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მიერ საარჩევნო სიიდან საკუთარი კანდიდატურების მოხსნის, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის და განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე გააკეთებს განცხადებას. მის: უზნაძის ქ. 117(თავდაცვის სამინისტროსთან).

 

11 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს კანდიდატი თამარ ტალიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემა: თვითმართველობის არჩევნები.

 

11 საათზე, სასტუმროში ,,შერატონ მეტეხი პალასი’’ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოში აკრედიტებული ელჩებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისთვის კველვის “საყდრისი-ყაჩაღიანი – კულტურული მემკვიდრეობიდან ოქროს თანამედროვე მოპოვებამდე” პრეზენტაციას გამართავს.

 

11:30 წუთზე,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მესამე შუალეუდურ ანგარიშს წარმოგიდგენთ. საანგარიშო პერიოდი ასახავს 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით პერიოდს. მის: სასტუმრო „ციტადინში“.

 

12 საათზე ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე კასპის რაიონის ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხვითში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრებიან.

 

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში მიხეილ ყაველაშვილი და ტოტალიზატორი “ევროპა ბეთი” უპრეცენდენტო გათამაშებას გახსნიან, სადაც მიხეილ ყაველაშვილი პირველ ბილეთს შეავსებს.

 

12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ლიდერი გია ვოლსკი პრესკონფერენციას გამართავს თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითები.

 

13.00 სთ-ზე გორში,თეატრის ბაღში აქცია იმართება თანაქალაქელი 14 წლის გოგონას მხარდასაჭერად, რომელიც ორი დღის წინ მრავლობითი დაზიანებებით ქალაქის ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. აქცია გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების – მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი“ და ,,კოალიცია ქალთა პოლიტიური ჩართულობისთვის“ ორგანიზებით ეწყობა.

 

13.00სთ-ზე თბილისის იუსტიციის სახლში „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარუძღვება. მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს 2 (თბილისის იუსტიციის სახლი).

მასალების გადაბეჭდვის წესი