ახალი ამბები

გარდაიცვალა პანტომიმის თეატრის დამაარსებელი ამირან შალიკაშვილი

24 ნოემბერი, 2018 •
გარდაიცვალა პანტომიმის თეატრის დამაარსებელი ამირან შალიკაშვილი

24 ნოემბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა პანტომიმის თეატრის დამაარსებელი ამირან შალიკაშვილი, — აცნობეს ნეტგაზეთს პანტომიმის თეატრიდან.

შალიკაშვილი — რეჟისორი, მსახიობი, ქართული პანტომიმის ჟანრის ფუძემდებელი — 79 წლის იყო.

როგორც თეატრის მედია კოორდინატორმა ნეტგაზეთს აცნობა, შალიკაშვილს ხუთშაბათს, 29 ნოემბერს, საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, შალიკაშვილმა 1967 წელს დაუდო საფუძველი ქართულ პროფესიონალურ პანტომიმის სკოლას.

1965–1969 წლებში მუსკომედიისა თეატრის მსახიობი იყო, 1969–1973 წლებში კი მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი;

1973–1975 წლებში ხელმძღვანელობდა ფილარმონიის პანტომიმის დასს;

ბიბლიოთეკის თანახმადვე, რეჟისორს გამოცემული აქვს წიგნები: “პანტომიმა დუმილის პოეზიაა”(1999), “დუმილის შემდეგ”(2004), “ხილვები ფიროსმანზე”(2004), “ცრემლიანი შემოდგომა”(I, 2005; II, 2006).

მასალების გადაბეჭდვის წესი