ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ შემოსავლების სამსახურის უფროსად მუშაობისას 62 540 ლარის პრემია მიიღო

5 ივნისი, 2014 •
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ შემოსავლების სამსახურის უფროსად მუშაობისას 62 540 ლარის პრემია მიიღო

აღნიშნული სამსახურის ყოფილ უფროსს ლაშა ხუციშვილს, რომელიც ამჟამად ფინანასთა მინისტრის პირველი მოადგილეა, 62 540 ლარი აქვს მიღებული პრემიის სახით გასული წლის თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

ლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი

 

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი შარტავამ გასულ წელს პრემიის სახით მიიღო  63 400 ლარი; რუსლან ახალაიამ – 58 900 ლარი.

 

IDFI-ის ცნობით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამეტის უფროსმა გიორგი ბუბუტეიშვილმა 45 000 ლარი მიიღო გასულ წელს პრემიის სახით; საგადასახადო მონოტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ივანე როსტიაშვილმა – 30 600 ლარი მიიღო გასული წლის 10 თვეში; ხოლო საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ხუნდაძემ – 32 700 ლარი გასული წლის 8 თვეში.

 

IDFI-ის ინფორმაციით, რომელიც ამ ორგანიზაციას თავად შემოსავლების სამსახურმა მიაწოდა, 2013 წელს აღნიშნულ სამსახურში განხორციელდა  ავტოპარკის განახლება: 101 ავტომობილი (საერთო ღირებულებით 720 200 ლარი), ჩანაცვლებული იქნა 148 ავტომობილით  (საერთო ღირებულებით 6 626 858 ლარი) . შეძენილი ავტომობილებიდან ყველაზე დიდი თანხა 2 437 470 ლარი  გადახდილი იქნა სპეცავტომანქანა რედგენო სკანერი RAPISCAN Eagle M60 #UMU 784-ის შეძენისთვის.

 

ამას გარდა, IDFI-მ პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდანაც, საიდანაც ზოგადად უპასუხეს, რომ გასული წლის მანძილზე მათი სამსახურის თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიების ოდენობამ შეადგინა 34 310 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატებმა – 114 004,35 ლარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი