როგორც ადგილობრივები ამბობენ, გოგონა უგონო მდგომარეობაში ერთ-ერთ სადარბაზოსთან იპოვეს. მათი ინფორმაციით, მოზარდს ყელზე თოკი ჰქონდა შემოხვეული.
“ტკვილები რომ აწუხებს ადამიანს, ისეთ მდგომარეობაში იწვა, მოძრაობდა, მაგრამ ხმას ვერ გამოსცემდა. ერთადერთი კვნესის ხმა იყო,”- ამბობს თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით [თვითმკვლელობამდე მიყვანა] დაიწყო.
“იმის გამო, რომ გოგონა მძიმე მდგომარეობაშია, მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა,”- განუცხადეს ნეტგაზეთს შსს-ს პრესსამსახურში.
სამართალდამცავთა ვერსიაში ეჭვი შეაქვთ მოზარდის ახლობლებს და ოჯახის წევრებს.
“მიყავთ სხვა კუთხით, რომ ეს არის თვითმკვლელობა, მაგრამ ბავშვი არის გადმოგდებული,”- განაცხადა გოგონას დედამ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში.
ექიმ მაია ფეიქრიშვილის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად მძიმეა, თუმცა მისი გადარჩენის შანსი არსებობს.