09:30 – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისში (კახიძის #15) საიასა და ადმიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ცენტრის (EHRAC) მიერ ორგანიზებული რეგიონალური სემინარის ,,მტკიცებულებათა მოპოვება და ფაქტების დადგენა სტრატეგიული სამართალწარმოების მიზნებისთვის’’ ბოლო დღეა. კონფერენციას ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში თომას ჰამერბერგი გახსნის.
11:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ლეიბორისტული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე პრესკონფერენციას გამართავს.
11:00 – სასტუმრო „ვერე პალასში“(მის: ქუჩიშვილის 24/8) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და გადასახადის გადამხდელთა კავშირი (TPU) მრგვალ მაგიდას გამართავს თემაზე: სახელმწიფო საწარმოების საფინანსო – სამართლებრივი რეგულირება და სოფლის მეუნეობის საწარმოების მიმართ არსებული პოლიტიკა ბალტიისპირეთის ქვეყნებში
11:00 – “პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თელავის მერობის კანდიდატ გიორგი მოსიაშვილზე დავდასხმა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
12:00 – ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, კომისიის წევრებთან ერთად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება. მის: ცენტრალური საარჩევნო კომისია; დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ;
13:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში პატიმარ ზვიად თაგვიაშვილის მეუღლე რიმა ბურჯანაძე და პატიმარ ლაშა ლაბაძის დედა ლუბა ლაბაძე დეპარტამენტის მხრიდან პატიმრების წამებისა და ფქსიოლოგიური ზეწოლის ფაქტების შესახებ საგანგებო განცხადებას გააეკთებენ.
13:00 – „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ პრესსპიკერი მანანა ნაჭყებია ბრიფინგს გამართავს. თემა: წალკის რაიონში მიწების უკანონო გაყიდვა; მისამართი: ირ. აბაშიძის 16, კაფე „კანაპესთან“; საკონტაქტო ტელ: 599 55 29 49
14:00- “პირველ პრესკლუბში” კოალიცია “ქართული ოცნების” სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გულიკო ზუმბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
15:00 – სასტუმრო შერატონ მეტეხი–პალასში სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2014 წლის 5 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ანგარიშს წარმოადგენს. ღონისძიებაზე საუბარი შეეხება არსებულ გამოწვევებს და წარმოდგენილი იქნება სახალხო დამცველის ხედვა, თუ რა როლი უნდა შეასრულოს მომავალში პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა საქართველოში სასჯელაღსრულების და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენციის თვალსაზრისით.