ახალი ამბებირეკლამა

კომპანია „კრიპტომატი“ მომხმარებელს სიახლეებს სთავაზობს

22 ნოემბერი, 2018 • 5626
კომპანია „კრიპტომატი“ მომხმარებელს სიახლეებს სთავაზობს

საზოგადოების მხრიდან არსებული მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანია „კრიპტომატი“ (Cryptomat) მომხმარებელს რამდენიმე სიახლეს სთავაზობს, რაც მათ კრიპტოვალუტების ყიდვა-განაღდების პროცესს უფრო გაუადვილებს.

[checklist]

  • პირველი, თუკი აქამდე კრიპტომატის საშუალებით კრიპტოვალუტის შეძენის მინიმალური ზღვარი 50 ლარი იყო, დღეს ისეთი კრიპტოვალუტების ყიდვა, როგორებიცაა ბიტკოინი, ლაითკოინი, ეთერიუმი და ბიტკოინ ქეში უკვე 10 ლარიდან არის შესაძლებელი.
  • აგრეთვე, გაიზარდა მოცდის გარეშე თანხის განაღდების ლიმიტიც. ამიერიდან, მომხმარებელს საშუალება ეძლევა 3000 ლარამდე თანხა ტრანზაქციის დასრულებისთანავე – ყოველგვარი დაყოვნებისა და ბლოკჩეინის ქსელში დადასტურების გარეშე მიიღოს.

[/checklist]

შეგახსენებთ, რომ „კრიპტომატი“ (Cryptomat) ეს არის კრიპტოვალუტების ორმხრივი ბანკომატების ოპერატორი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 7 თვის წინ გამოჩნდა და დღეის მდგომარეობით თბილისში 5, ხოლო რეგიონებში – თელავი, ქუთისი, ბათუმი – 3 აპარატს ფლობს.

„კრიპტომატი“ კრიპტოვალუტებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მათ შორის დამწყებსაც, კრიპტოვალუტების – ბიტკოინის (BTC) ლაითკოინის (LTC), ბიტკოინ ქეშისა (BCH) და ეთერიუმის (ETH) ლარში ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს.

კრიპტომატები შემდეგ მისამართებზეა ხელმისაწვდომი:

თბილისი: „გალერია თბილისი“ – რუსთაველის გამზ. 2/4; „თბილისი მოლი“ – აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კმ.; „ისთ ფოინთი“ – ა. თვალჭრელიძის 2 (ცენტრალური შენობა); „ჰოუმმარტი“ – ი. ჭავჭავაძის გამზ. 37ლ; კაზინო „აჭარა“ – 26 მაისის მოედანი 1;

ბათუმი: სასტუმრო „კოლიზეუმი მარინა“ – შერიფ ხიმშიაშვილის 16;

ქუთაისი: სასტუმრო „ბაგრატი 1003“ – ა. წერეთლის II ჩიხი, 2ა;

თელავი: სუპერმარკეტი „ლიმბო“ – ქეთევან წამებულის 3.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ზრდის პარალელურად მომხმარებელს სხვა სიახლეებსაც შესთავაზებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი