“ყაჩაღობა არ ყოფილა, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს”, – აცხადებენ შსს–ში.
“ტაბულას” ინფორმაციით , ნინუას სახლში ბავშვების ძიძა იმყოფებოდა, რომელსაც ყელზე დანა მიაბჯინეს, ხოლო სახლიდან წაღებულია საყოფაცხოვრებო და ძვირადღირებული ნივთები. როგორც “ნეტგაზეთს” შსს–ში განუცხადეს, ამის თაობაზე მათ ინფორმაცია არ აქვთ და საქმის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.





