რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი იგორ კორობოვი გარდაიცვალა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელი (ГРУ) იგორ კორობოვი გარდაიცვალა. როგორც რუსული RIA სახელმწიფო უწყებებზე დაყრდნობით წერს, კორობოვის გარდაცვალების მიზეზი მძიმე და გრძელვადიანი დაავადება გახდა.

სამინისტრო არ აკონკრეტებს, თუ კონკრეტულად რა გახდა სადაზვერვო უწყების უფროსის გარდაცვალების მიზეზი. იგორ კორობოვი რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი 2016 წელს გახდა. აღნიშნულს წინ უძღოდა უწყების მაშინდელი ხელმძღვანელის, იგორ სერგუნის, მოულოდნელი გარდაცვალება. რუსული მედიის ცნობით, კორობოვი ხელმძღვანელობდა რუსეთის სადაზვერვო ოპერაციებს სირიაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი არის რუსეთის ყველაზე მსხვილი სამხედრო-სადაზვერვო უწყება.

გარეკანი ფოტო: RIA

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან