ეს განცხადება დღეს, 4 ივნისს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუბომირ ზაორალეკმა საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან ერთობლივი ბრიფინგის დროს პრემიერ-მინისტრის კომენტარზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
მეორე მხრივ, მისი თქმით,” მიმდინარეობს დისკუსიები მხარეებს შორის. საბოლოო დასკვნებისგან ჯერ შორს არიან. ძალიან ძნელია პროგნოზირება შემდგომი პროცედურების. ივნისის მინისტერიალის შემდეგ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები.”
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებით, წინა ხელისუფლების მიერ გაჩენილი მოლოდინი, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) უნდა მიეღო, დიდი შეცდომა იყო.