ახალი ამბები

მატარებლის ავტომანქანასთან დაჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

21 ნოემბერი, 2018 • 1921
მატარებლის ავტომანქანასთან დაჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

21 ნოემბერს მარნეულში მატარებლის ავტომანქანასთან დაჯახების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

შემთხვევა მარნეულის სოფელ საიმერლოში მოხდა.

საუბარია მსუბუქ ავტომანქანასა და სატვირთო მატარებელზე.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს, – რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი