ახალი ამბები

ნანუაშვილი: სტატისტიკის გამოქვეყნება სამინისტროს ვალდებულებაა და არა კეთილი ნება

4 ივნისი, 2014 • • 1066
ნანუაშვილი: სტატისტიკის გამოქვეყნება სამინისტროს ვალდებულებაა და არა კეთილი ნება

“მე ვფიქრობ, ეს არ არის არანაირად კეთილ ნებაზე დამოკიდებული, სახელმწიფო არის ვალდებული გამოაქვეყნოს რეალური მაჩვენებლები, თუ რა ხდება ქვეყანაში. ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

 

რაც შეეხება კრიმინალის გაზრდის საკითხს, ნანუაშვილი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, წინა წლებთან შედარებით კრიმინალი გაზრდილი იყოს, თუმცა მას ამის დასადასტურებლად სტატისტიკა არ გააჩნია:

 

მეც ინფორმაცია კრიმინალთან დაკავშირებით ძირითადად მედიიდან მაქვს, რაიმე დამატებითი ინფორმაცია, რამდენად გაიზარდა თუ შემცირდა, სამწუხაროდ, არ მაქვს. ჩვენ ეს არ გამოგვითხოვია. არ არის გამორიცხული, რომ იყოს გაზრდილი, მაგრამ ამაზე უნდა არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები”, – აცხადებს ნანუაშვილი.


შეგახსენებთ, რომ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კრიმინალის სტატისტიკის გამოქვეყნება მისი მინისტრობის პერიოდში კეთილი ნება იყო:

 

“ამის ვალდებულება სამინისტროს არ აქვს, ეს ადრე იყო კეთილი ნება”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი