“მე ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი ლეგალიზაცია არ მოხდება მარიხუანასთან დაკავშირებით, არც განიხილება და მანამ, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, დეკრიმინალიზაცია არ მოხდება. რაც შეეხება მუხლების გადახედვას, ამაზე მიდგომა შეიცვალა, მქონდა მინისტრთან, ლექსოსთან საუბარი და მისგანაც ვიცი, რომ ეს პოლიტიკა არის შეცვლილი, მიდგომა არის განსხვავებული”, – აცხადებს პრემიერი.
ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან ლოიალური მიდგომა მარიხუანასთან დაკავშირებით:
“მე მინდა მოსახლეობას განვუმარტო, პირველ ფაქტზე, როცა მარიხუანას მოწევისთვის დააკავებენ ადამიანს, ის ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, განმეორებით ფაქტზე -2000 ლარით და მესამეზე არის პატიმრობა, ან კიდევ უფრო გაზრდილი ჯარიმა. მე არ ვიცი, რატომ უდნა იყოს ამაზე ლოიალური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან, მე არ მესმის.
ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც ზრუნავს ჩვენი ქვეყნის შვილებზე, მომავალ თაობაზე, მაშინ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რა გვირჩევნია, როგორი თაობის გაზრდა გვინდა. ჩვენ გვინდა ნარკომან თაობას ხელი შევუწყოთ, მარიხუანა არის პირველი ეტაპი, შემდეგ არის წამალი, ჰეროინი და სხვადასხვა საშუალებები, ბიონარკოტიკები. ეს ყველაფერი ერთ მთლიანობაშია, ჩვენ ამას უნდა შევხედოთ, როგორც ნარკომანიასთან ბრძოლას. ეს ბევრად კომპლექსური პრობლემაა, მეგობრებო. ეს არის სახელმწიფოებრივი საკითხი, ქვეყნის მომავალზე არის ეს გათვლილი და ორიენტირებული. მე არ დავუშვებ პირადად, რომ წახალისდეს რაიმე ფორმით ნარკომანია.
მუხლებზე შეიძლება კიდე რაღაც საუბარი და ამაზე შესაბამისი უწყებები იმსჯელებენ, იუსტიციის სამინისტრო იფიქრებს, იგივე შინაგან საქმეთა სამინსიტრო იფიქრებს და ა.შ და ამის დეკრიმინალიზაცია არ მოხდება, გამორიცხულია”, – აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილი გამოეხმაურა ასევე კამპანიას “ბექა კრიმინალი არ არის”:
“მე ვნახე, რაღაც კამპანია წამოიწყეს, რომ ბექა კრიმინალი არ არის, ნარკომანიც არ არის კრიმინალი მასე. შეიძლება თქვას, რომ ნარკომანია, ავადმყოფია, გასაგებია, ეს პრობლემაა, კომპლექსური პრობლემაა, ამას ჭირდება მიდგომა, მაგრამ ის, რომ ახლა ლეგალიზება მოვახდინოთ მარიხუანის, ეს გამორიცხულია, ეს არ მოხდება”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.




