შეკითხვაზე, არსებობს თუ არა რისკები, რომ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეაჩეროს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები, პრემიერმა უპასუხა:
“მე არ ვიცი, მოვიკითხავ, ახლავე დავავალებ შესაბამის უწყებას. მე არ მგონია, რომ ხოკრიშვილის უწყებამ გააკეთოს ისეთი რაღაც, რაც ხელს შეუშლის და შეაფერხებს ბათუმის წყალმომარაგების განვითარებას, პირიქით, ისინი თუ რამეს აკეთებენ და გუჯა არის ძალიან მოტივირებული მინისტრი და ძალიან მოწესრიგებული მინისტრი, გერმანული განათლება აქვს მიღებული და ძალიან კარგად იცის როგორ უნდა შეასრულოს სამუშაოები. ის არ შეაფერხებს, პირიქით, გააუმჯობესებს ამ სისტემას. თუ რაიმე რისკი არსებობს, მაგას ჩვენ გავითვალისწინებთ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აჭარის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მომსახურება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ უნდა განახორციელოს. ინიციატივა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკუთვნის. აღნიშნული კომპანია კი ამ სამინისტროს დაქვემდებარებაშია.





