ახალი ამბები

ფანჯიკიძე აფხაზეთის მოვლენებზე: ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა ახლა საჭირო არ არის

4 ივნისი, 2014 • • 924
ფანჯიკიძე აფხაზეთის მოვლენებზე: ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა ახლა საჭირო არ არის

ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ, დღეს, 4 ივნისს, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლუბომირ ზაორალეკთან ერთობლივი ბრიფინგის დროს გააკეთა. 

 

აქვე ფანჯიკიძე ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების თემას შეეხო.


“ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი უნდა მოვაწეროთ 27 ივნისს და ძალიან ხშირად ვიმეორებთ, რომ მივესალმებით რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ არ ჩაერევიან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში. ეს განცხადება გაკეთდა სწორედ პრაღაში აბაშიძისა და კარასინის შეხვედრის შემდეგ კარასინის მიერ. ეს არის ძალიან კარგი განცხადება. და მე იმედი მაქვს, რომ 27 ივნისამდე ყველაფერი მშვიდად წარიმართება, ჩვენ ამ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ და შემდეგ დავიწყებთ მის იმპლემენტაციას. ასე რომ, ყველაფერი არის დაკვირვების საგანი, ანალიზის საგანი, და ნაადრევი დასკვნების დაგეთება არ არის საჭირო.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი