ახალი ამბები

პრემიერზე ადრე მე მივეცი დაპირება – ივანიშვილი ვალების განულებაზე

20 ნოემბერი, 2018 • 1665
პრემიერზე ადრე მე მივეცი დაპირება – ივანიშვილი ვალების განულებაზე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მან ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში გასცა დაპირება ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრის შესახებ და ეს ინიციატივა არჩევნებს არ უკავშირდება.

ამის შესახებ ივანიშვილმა “იმედი Live”-ის ეთერში განაცხადა.

“პრემიერზე ადრე მე მივეცი დაპირება, თუ გახსოვთ, როდესაც კვირიკაშვილს საჯაროდ მივეცი შენიშვნა, რომ ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი სიღარიბის ზღვარს კიდევ უფრო მიღმა წავიდა. ჭამის რაციონიც შეიცვალეს ძალიან ბევრმა. აქ იყო დაგვიანებული ქმედებები. დავპირდით, რომ წლის ბოლომდე მოვახერხებთ, საზოგადოების ამ ნაწილს დავეხმაროთ, ამიტომ ნუ ჩათვლიან ამას საარჩევნოდ. მაისში გაკეთდა ჩემგან განცხადება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, “შავი სიის” პროცესი არ დასრულებულა და გაგრძლდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი