ახალი ამბები

თბილისში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა

3 ივნისი, 2014 • • 1177
თბილისში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორამციით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

 

ჩეხეთის მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და მთავრობის სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებთან.

 

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად თბილისს ეწვევა ჩეხეთის ბიზნეს-დელეგაციაც, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრასა და მრგვალ მაგიდაში.

 

ბიზნეს-დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ასევე ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში, სადაც გაეცნობიან საქართველოს ბიზნესგარემოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი