ახალი ამბები

შსს-მ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

4 ივნისი, 2014 •
შსს-მ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

“გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2012 წლის 7 დეკემბერს ტაჯიკეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 1988 წელს დაბადებული, ბარგიგულ რ. ჩამოიყვანა. ზარინა ა-მ მას პასპორტი ჩამოართვა, თავისუფლად გადაადგილების უფლება შეუზღუდა, შანტაჟით, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით, პროსტიტუციაში იძულებით ჩააბა და ერთი წლის განმავლობაში მის მიერ გამომუშავებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა,”- წერია სამინისტროს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ტრეფიკინგის ფაქტზე მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი