ახალი ამბები

ერგნეთში IPRM–ის ფორმატში შეხვედრა გაიმართა

3 ივნისი, 2014 • • 941
ერგნეთში IPRM–ის ფორმატში შეხვედრა გაიმართა

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის(EUMM) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი და ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.


EUMM-ის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და ადამიანების დაკარგვისა და დაკავების შემთხვევები განიხილეს. ასევე ისაუბრეს ცხელი ხაზის ეფექტურობაზე პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით და გააანალიზეს უსაფრთხოების კუთხით არსებული სხვა პრობლემები.

 

საუბარი შეეხო ადგილობრივი მაცხოვრებლების საცხოვრებელ პირობებსაც, მათ შორის სასმელი წყლის ხელმისაწვდომობას.

 

როგორც EUMM-ის განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი