“ის, რაც აფხაზეთში ხდება, ჩვენ ამას უაღრესად ყურადღებით ვაკვირდებით. იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიაა, არამედ იქ ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები. მათი ინტერესების დაცვას ჩვენ ხელოვნურად ვართ მოკლებული. ნათლად ჩანს, რომ ეს არის რუსეთის პირდაპირი და ღია ჩარევა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში. იმედი გვაქვს, რომ ეს ასოცირების ხელშეკრულებას არანაირად არ დაუკავშირდება და არ იქნება საშუალება, რომლითაც თითქოს გვპასუხობენ სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომლის პოლიტიკური სპექტრიც გაერთიანებულია იმ მიზნით, რომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ამ არჩევნისთვის დასჯა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვგმობთ ასეთ ჩარევას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ოპოზიციის აქტივობების გამო აფხაზეთში ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა.




