ახალი ამბები

გია ვოლსკის აზრით, მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია დანაშაული იქნება

3 ივნისი, 2014 •
გია ვოლსკის აზრით, მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია დანაშაული იქნება

“დეკრიმინალიზაცია, ჩემი აზრით, არის დანაშაული. ის ტიპები, რომელსაც თქვენ ხედავთ, პონპონჩიკიანი… ესენი ლიბერალური ფასეულობების მქონე ადამიანები არიან, უფრო რაღაც კულტურასთან ახლოს, ვიდრე ქუჩასთან. ქუჩას არ იცნობენ. ქუჩა ძალიან დაუნოდბელია და ნებისმიერ ნარკოტიკზე ნებისმიერი სახის შეღავათი ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, რომელსაც სერიოზული დამაზიანებელი შედეგი ექნება პატარა ნაწილისთვის, თორემ ჰოლანდიაში, კაფეში უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ერთად შედიან და აბოლებენ”, – განაცხადა ვოლსკიმ.


იგი წინააღმდეგია, რომ მარიხუანას მომხარებლები მხოლოდ ფულადი ჯარიმით ისჯებოდნენ:

 

“ჯარიმა, რა… წავა მოწევს, მამამისი ვალს აიღებს, მერე მე მომადგება, იპოთეკარი  ვარ და მიშველეო. ამ იპოთეკარებში უამრავი ადამიანია გაჭედილი იმიტომ, რომ შვილმა რაღაც გააკეთა. შეიძლება 7 წელი მართლაც ძალიან ბევრია. სასჯელის რაღაც ფორმა უნდა იყოს, მაგრამ ამ ნარკოტიკის მომხმარებლის ორი კატეგორია არსებობს: ერთი, რომელიც თავს ბოჰემის ნაწილად მიიჩნევს თავს და ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა აქვს, და არსებობს მეორე ნაწილი, რომელიც არ ჩანს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

გია ვოლსკი/ფპტო:რეპორტიორის პრესკლუბი
გია ვოლსკი/ფპტო:რეპორტიორის პრესკლუბი

მასალების გადაბეჭდვის წესი