ახალი ამბები

“მეგა–დედამიწა” – ასტრონომების ახალი აღმოჩენა

3 ივნისი, 2014 •
“მეგა–დედამიწა” – ასტრონომების ახალი აღმოჩენა

ახალი პლანეტის კლდოვანი ზედაპირი დედამიწის მსგავსია, თუმცა მისი სიდიდე ჩვენს პლანეტას 17–ჯერ აღემატება. იგი დედამიწისგან 560 სინათლის წლითაა დაშორებული და მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო 45 დღეში ერთხელ ბრუნავს.



BBC-ს ცნობით, თეორიტიკოსებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუ როგორ მოახერხა “მეგა–დედამიწამ” იმ სახით ფორმირება, რომლითაც ის აღმოაჩინეს, რადგან მეცნიერების თქმით, ამ  სიდიდის ნებისმიერი სხეული მასში დაგროვილი წყალბადის გაზის გამო, იუპიტერისა და ნეპტუნის მსგავსად,  უმეტესად გაზისგან შემდგარ პლანეტას დაემსგავსებოდა. მეცნიერების ვარაუდით Kepler-10c  გალაქტიკაში ერთადერთი დედამიწის მსგავსი პლანეტა არ არის.



ჰარვარდის ასტროფიზიკის ცენტრის პროფესორმა, დიმიტრი სასელოვმა პლანეტას “გოძილაც” კი უწოდა. მისი თქმით, მყარი პლანეტების ფორმირება იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ეს მეცნიერებს აქამდე ეგონათ. კლდოვანი პლანეტის აღმოჩენა კი, მისი აზრით, იმის მიმანიშნებელია, რომ  იქ სიცოცხლის არსებობაც შესაძლებელია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი