
“როდესაც ჩვენი მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს, ჩვენ შევცვალეთ დამოკიდებულება და პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. ჩემი წინამორბედის – სააკაშვილის პოლიტიკა რუსეთთან რადიკალური იყო, რამაც არ გაამართლა. ჩვენ რუსეთის ხელისუფლებას ვაჩვენეთ, რომ კონსტრუქციულები ვართ. მთელი რიგი სამუშაოები განვახორციელეთ, რომ ქვეყნებს შორის დაძაბულობა არ ყოფილიყო. რუსეთის ოფიციალური პოზიცია ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც მათმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, შემდეგში მდგომარეობს: მათი მიზანი არ არის ჩაერიონ საქართველოს და ევროკავშირს შორის არსებულ პოლიტიკაში. ასე რომ, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშნებს, რომლებიც ამ პროცესს, ასოცირების ხელშეკრულებას დადებას, შეუქმნიდა პრობლემებს”, – განაცხადა პრემიერმა.




