ახალი ამბები

პელეს შვილს 33 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

3 ივნისი, 2014 •
პელეს შვილს 33 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

BBC-ის ცნობით, ედსონ ჩოლბი ნასიმენტუს, იგივე ედინიოს სასჯელი ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდისა და ფულის გათეთრების გამო მიუსაჯეს. კლუბ “სანტოსის” ყოფილმა მეკარემ საკუთარი ნარკოდამოკიდებულება აღიარა, თუმცა უარყო მასზე დაკისრებული სხვა ბრალდებები. მასმედიის ცნობით, ედინიო გამოტანილი სასჯელის გასაჩივრებას გეგმავს. თუმცა მოსამართლის, სუზან ფერეირას თქმით, 43 წლის ბრალდებული სასამართლოში პასპორტს უკვე მიმდინარე კვირაში ჩააბარებს.

Lenta.ru-ს ინფორმაციით, ედინიო პირველად ქუჩის რბოლაში მონაწილეობის გამო დააკავეს, 2005 წელს კი მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ნარკოტიკებით ვაჭრობის გამოც დაეკისრა. მაშინ ამ ფაქტს პელეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი შვილის მიმართ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა.

ედინიო
ედინიო

მასალების გადაბეჭდვის წესი