ახალი ამბები

ე.წ. „ბიოს“ შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

3 ივნისი, 2014 •
ე.წ. „ბიოს“ შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

“შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული გუგა დ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე დააკავეს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.


შსს-ს პრესსამსახურის მტკიცებით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 0,1962 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება.


გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით).




მასალების გადაბეჭდვის წესი