სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს რეაბილიტაცია თბილისში – 43, შიდა ქართლში – 24, ქვემო ქართლში -34, მცხეთა-მთიანეთში – 6, კახეთში – 21, სამცხე ჯავახეთში – 28, იმერეთში – 78, გურია – 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11 და სამეგრელო, ზემო სვანეთი/აფხაზეთი – 56 საჯარო სკოლებს ჩაუტარდება.
თამარ სანიკიძის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, გრძელდება ახალი სკოლების მშენებლობაც. კერძოდ, 2014 წელს უნდა დაიწყოს სკოლების მშენებლობა გურიაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში და თბილისში. პროექტის სავარაუდო ღირებულება, სამინისტროს მონაცემებით, 36 718 990,38 ლარია.
რაც შეეხება უკვე მიმიდნარე პროექტებს, ამჟამად საქართველოს მასშტაბით 9 ახალი საჯარო სკოლა შენდება [ საჯარო სკოლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში; საჯარო სკოლა ქარელის რაიონის სოფელ აბანოში; საჯარო სკოლა სოფელ ბუღაშენში; საჯარო სკოლა სოფელ ახალ დიოკნისში; საჯარო სკოლა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში; საჯარო სკოლა სოფელ მუხრანში; საჯარო სკოლა სოფელ სადგურ სვირში; საჯარო სკოლა სოფელ წიფნარში; საჯარო სკოლა სოფელ წილკანში.]