“მე პირადად, ჩემს მეგობრებთან ერთად, ხელს შევუშლი ამ ფასტივალის გამართვას. იმიტომ, რომ ეს არ არის ფესტივალი, ეს არის ვინმე შარლატანი ადამიანის, გრემის მიერ ორგანიზებული ევანგელისტური ქადაგება. ჩვენ არავის არ ვერჩით, მოქალაქეებს არ შევეხებით, უბრალოდ, ყველა ადამიანი, ვინც იქ შევა, იქნება მართლმადიდებლობის მოღალატე. ამას დავაფიქსირებთ კიდეც, გავაკეთებთ სირცხვილის დერეფანს შესასვლელში. ვინმეს თუ კონცერტად უღირს ის, რომ თავის ქრისტიანობაზე უარი თქვას, მაშინ შევიდეს ყველა. როგორც გინდათ ისე გაიგეთ, გინდათ რადიკალურად მიიღეთ, გინდათ, აგრესიულად და გინდათ, მუქარად.”
გაბედავა ახცადებს, ფესტივალის შესახებ ბილბორდებზე მითითებული არ არის, რომ ღონისძიება საევანგელიზაციოა.
“დაერქმიათ თავისი სახელი, რომ ეს არის ევანგელისტების კრება და უნდა იქადაგოს ვინმე ევანგელისტმა გრემმა, მაშინ თვითონ არ მივიდოდა ხალხი. მაგრამ კონცერტის და ფესტვალის სახით ამის ჩატარება არის სრული სიცრუე და ადამიანების შეცდომაში შეყვანა”,- აცხადებს გაბედავა.
ის ასევე აპროტესტებს ტექსტს, რომელიც ფესტივალის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული. ტექსტში წერია:
“ფესტივალზე მომსვლელ სტუმართა რაოდენობა არაა იმდენად რეკლამაზე დამოკიდებული, რამდენადაც აქტიურ ქრისტიანებზე – მათზე, ვისაც შეუძლია ფესტივალზე თავისი ურწმუნო მეგობრები, კოლეგები და მეზობლები დაპატიჟოს. ქრისტეს მოწაფის – ანდრიას მსგავსად, რომელმაც თავისი ძმა პეტრე იესოსთან მიიყვანა, ასევე, თითოეულ ქრისტიანს შეუძლია ფესტივალზე თავისი მეგობრის მოყვანა.”
“ესე იგი გრემისთვის ჩვენ, 99% ურწმუნოები ვყოფილვართ, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ევანგელისტები”.
საევანგელიზაციო ღონიძიება – იმედის ფესტივალი 6-7-8 ივნისს სპორტის სასახლეში ჩატარდება.
ფესტივალის პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მუსიკოსები და საეკლესიო გუნდები. მისულ სტუმრებს თავის მოსაზრებას იმედზე გაუზიარებს ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის (BGEA) დირექტორი ფრანკლინ გრემი. ფესტივალზე ელოდებიან სტუმრებს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
აღნიშნულ ფესტივალთან დაკავშირებით 30 მაისს განცხადება გაავრცელა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ, რომელშიც ნათქვამია:
“მასმედიის და ბილბორდების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია თბილისში, სპორტის სასახლეში ა.წ. 6-7-8 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რომელსაც ორმოცდაათიანელთა რელიგიური ორგანიზაცია ატარებს და ჩამოყავთ ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის ცნობილი მქადაგებლის, ბილი გრემის შვილი, ფრანკლინი. ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე ვრცელდება არასწორი აზრი, თითქოს აღნიშნული ფესტივალის ერთ-ერთი ინიციატორი არის საქართველოს საპატრიარქო, რაც მრევლში სერიოზულ გაურკვევლობას იწვევს . როგორც აღვნიშნეთ, ღირსი ფრანკლინ გრემის ჩამოსვლა არის ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის მიერ მოწყობილი და ამ ღონისძიებასთან საქართველოს საპატრიარქოს კავშირი არ აქვს.”





