ახალი ამბები

იზორია: ყველაფრის დეკრიმინალიზება ჩვენი გენოფონდის სავალალო მდგომარეობას გამოიწვევს

2 ივნისი, 2014 •
იზორია: ყველაფრის დეკრიმინალიზება ჩვენი გენოფონდის სავალალო მდგომარეობას გამოიწვევს

მინისტრის მოადგილის თქმით, სანამ დეკრიმინალიზაციაზე წავა საუბარი, მნიშვნელოვანია ნარკოდამოკიდებულ პირებს სახელმწიფომ სხვადასხვა სერვისი შესთავაზოს:

 

“მთავარია ჯერ, პირველ რიგში, მათ შემოდინებას ვებრძოლოთ, უკანონო ბრუნვას ვებრძოლთ, შემდეგი ნაბიჯია უკვე ის, რომ ვიფიქროთ და ამისთვის არსებობს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო, თუ რა შეიძლება, რა დოზით შეიძლება, როგორი პოლიტიკა უნდა შევიმუშაოთ, განსაკუთრებით ნარკოდამოკიდებულ პირებთან მიმართებაში. კერძოდ, ლაპარაკია გარკვეული სერვისების მიწოდებაზე, სარეაბილიტაციო ცენტრების აშენებაზე, იმისთვის, რომ მათ ალტერნატივა შევთავაზოთ. მარტო იმის თქმა, რომ ყველაფერი დეკრიმინალიზებულია, მერწმუნეთ, ეს ჩვენი გენოფონდის სავალალო მდგომარეობაში ჩაყენებას გამოიწვევს, თუ ჩვენ რაღაც ალტერნატივებზე არ ვიფიქრეთ”, – აცხადებს იზორია.

 

მისი თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში გატარებულმა მკაცრმა ნარკოპოლიტიკამ გარკვეული შედეგი გამოიღო:

 

“კლასიკური ნარკოტიკული საშუალებები შავი ბაზრიდან განიდევნა წინა ხელისუფლების მკაცრი ნარკოტიკული პოლიტიკით, მაგრამ ჩანაცვლდა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიით, ანუ პრაქტიკულად სახელმწიფომ ლეგალიზება მოახდინა ნარკოტიკული საშუალებებისა იმიტომ, რომ არ იყო გარკვეული შეზღუდვები, არ იყო კვოტები დაწესებული და ჩაანაცვლა ეს კლასიკური ნარკოტიკული საშალებები ე.წ. კომბინირებულმა ნარკოტიკულმა საშუალებებმა, რომლებიც გამოიყენებოდა კუსტარულად დამზადების წესით. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ჩვენს ნარკოპოლიტკიაში. ჩვენ ამოცანად დავისახეთ და მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ე.წ. “კრაკადილის”, “ვინტის” და “ჯეფის” მოხმარება 90%–ით შემცირდა. მთავარია ჯერ, პირველ რიგში, მათ შემოდინებას ვებრძოლოთ, უკანონო ბრუნვას ვებრძოლთ, შემდეგი ნაბიჯია უკვე ის, რომ ვიფიქროთ და ამისთვის არსებობს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო, თუ რა შეიძლება, რა დოზით შეიძლება, როგორი პოლიტიკა უნდა შევიმუშაოთ, განსაკუთრებით ნარკოდამოკიდებულ პირებთან მიმართებაში”, – აცხადებს იზორია.

 

რაც შეეხება მარიხუანას დეკრიმინალიზაციას, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მარიხუანა მავნე ნარკოტიკულ საშუალებადაა აღიარებული გაეროს ქვეყნებში და საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს:

 

“მარიხუანა ზოგადად გაეროს სიებშია მოცემული, როგორც ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნე ნარკოტიკული ნივთიერება, შესაბამისად, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გადაწყვეტილება და ინიციატივა, საქართველოს როგორც კონვენციის წევრი ქვეყანა და ქვეყანა, რომელიც ამ სიებს აღიარებს როგორც ნარკოტიკულ ნივთიერებებს, გამონაკლისს არ უშვებს მარიხუანაზე”, – აღნიშნავს იზორია.

 

ლევან იზორია
ლევან იზორია

მასალების გადაბეჭდვის წესი