საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, დიდიე ბურკჰალტერი გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. შეხვედრა 3 ივნისს გაფართოებული შემადგენლობით გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
დიდიე ბურკჰალტერი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს. მხარეები ორმხრივი დოკუმენტებს გააფორმებენ. შვეიცარიის პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ზურაბ აბაშიძესთანაც გამართავს შეხვედრას და მრგვალი მაგიდა- სამოქალაქო საზოგადოების და ეუთოს ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენლებსაც შეხვდება. დიდიე ბურკჰალტერი საქართველოს 3 ივნისს დატოვებს.








