“მარიხუანასთან მიმართებაში ჩემი პოზიციაა ის, რომ უნდა იყოს სრული სტრატეგიული მიდგომა და არა ცალკე, კონტექსტიდან ამოღებული. აქამდე არსებული ნარკოსტრატეგია, რომელიც იცვლება და უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარმოვუდგენთ ახალ სტრატეგიას, იყო ერთგვარად მარგინალური. ერთი მიმართულებით, მაგალითად, მარიხუანასთან მიმართებაში იყო მკაცრად არაადეკვატურად კრიმინალიზებული, ხოლო მეორე შემთხვევაში, როგორიც არის სააფთიაქო ნარკომანია, წარმოუდგენლად ლიბერალიზებული. ანუ ნარკოპოლიტიკა არ არის ცალსახად გამკაცრებისკენ მიმართული, არამედ მიმართულია გარკვეული რაციონალური და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში.. მე იმედი მაქვს, რომ ეს დიდი შრომა, რაც სამინისტროებმა გასწიეს ამ მიმართულებით, უახლოეს პერიოდში უკვე რეალიზდება ახალი სტრატეგიის დანერგვით”, – აცხადებს მინისტრი.
სერგეენკოს თქმით, ნარკოპოლიტიკის ახალ სტრატეგიაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია:
“მე ვფიქრობ, ძირითადი მოსამზადებელი პერიოდი დამთავრდა, შემაჯამებელი შეხვედრა ალბათ ამ კვირაში გვექნება და უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უკვე წარმოვადგენთ სტრატეგიის დრაფტს, რომელსაც განსახილველად წარვუდგენთ საზოგადოებას”, – აღნიშნა მინისტრმა.








