შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 12 შეკვრად დაფასოებული 36,5789 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 8,88191 გრ ჰეროინს შეიცავს.

 

“გამოძიებამ დაადგინა, რომ შენგელი პ-მ ნარკოტიკი აზერბაიჯანში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, – აცხადებენ შსს-ში.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქებით).

ჰეროინი
ჰეროინი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *