“ამ პროექტის შესახებ ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ გავაჟღერეთ, როდესაც ის დაპროექტების ფარგლებში იყო. ეს იქნება ერთგვარი სოლიდარობის ფონდი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში არ იქნება. იქნება ცალკე სტრუქტურა. ასეთი ფონდების ფუნქციაა ე.წ. პიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება. იქნება ეს ჯანდაცვითი თუ სოციალური მოთხოვნები,”- განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, ეს იქნება ფინანსური ნაკადის მობილიზების ინოვაციური მეთოდი, რომელზეც უფრო დეტალურად შემდგომში ფონდის ხელმძღვანელები ისაუბრებენ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ფონდი, როგორც სტურქტურა, დაახლოებით ერთ თვეში, ან თვენახევარში ჩამოყალიბდება.
“ძალიან მალე გადაიჭრება დაფინანსების პრობლემა იმ ბავშვისთვის, რომლებიც უმძიმესი სენით არიან დაავადებულები,”- ეს განცხადება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.