ახალი ამბები

ანონსი – 2 ივნისი

1 ივნისი, 2014 •
ანონსი – 2 ივნისი

9:00 –  სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე „ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესს“ გახსნის.


11:00 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუასა და „Georgia Summer Fest“-ის ორგანოზატორების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება


11:00 –  “პირველ პრესკლუბში” კოალიცია “ქართული ოცნების” კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22


11.30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში, გიორგი გაბედავა „იმედის ფესტივალთან“ დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.


11:30 –  “პირველ პრესკლუბში” “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” გლდანის ლუწების მაჟორიტარობის კანდიდატი როსტომ თვარაძე პრესკონფერენციას გამართავს. 

 

12: 00 – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი იტალიელ არქიტექტორებს შეხვდება და მათთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერს ხელს.


12:30- “პირველ პრესკლუბში” “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე და მცხეთის მერობოს კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი გოგიძე პრესკონფერენციას გამართავენ. 

 

13:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში, პრესკონფერენციას გამართავს ფონდი „კასცი“-ს წარმომადგენლები. თემა: ამიერკავკასიაში ჰოსტინგის ტიპის პირველი თავშესაფარის გახსნა, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეიფარებს. ფონდის წარმომადგენლები ისაუბრებენ ძალადობის ფაქტებზე.


13:00 –  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ჟურნალისტებს სასწავლო დაწესებულებების სამშენებლო-სარეაბილიტაციო გეგმას გააცნობს. ადგილი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; მის.: უზნაძის 52

 

17:00 –  კულტურის სამინისტროში გაიმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული კონკურსის „მომავლის მწერალი“ გამარჯვებულების დაჯილდოება.

მასალების გადაბეჭდვის წესი