ახალი ამბები

ჭიკაიძე პოლიციელებს პირად ცხოვრებაში წარმატებას და “დამსახურებულ ქართულ ოჯახს” უსურვებს

30 მაისი, 2014 •
ჭიკაიძე პოლიციელებს პირად ცხოვრებაში წარმატებას და “დამსახურებულ ქართულ ოჯახს” უსურვებს

“გამარჯობა ბატონებო! გილოცავთ პოლიციის დღეს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს, ჩვენ კოლეგებს საზღვარგარეთიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ და პატივი დაგვდეს და დღევანდელ დღეს ჩვენთან ერთად რომ აღნიშნავენ. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს და მთავრობის წევრებს აქ მობრძანებისთვის და ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავითს და პარლამენტის წევრებს, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

 

ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენ ვეტერან ოფიცრებს, ვეტერან პოლიციელებს, რომლებიც აქ იმყოფებიან, ჩამოვიდნენ და, როგორც ყოველთვის, საქართველოს გვერდში, ბევრი რამ, რაც მათ მხრებზე გადავიდა და დღევანდელ დღემდე მოიტანეს ეს ჩვენი ქვეყანა, ეს სამშობლო, რომელსაც ქვია საქართველო, მათი დამსახურებაა.

 

მინდა მადლობა გადავუხადო ბატონებს, ბატონ ოფიცრებს, ბატონ პოლკოვნიკებს და ბატონ გენერლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იმყოფებიან. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო იმ ოფიცრებს, იმ პოლიციელებს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არ არიან, მაგრამ არიან ჩვენს საზღვრებზე, არიან თავის სამუშაო ადგილებზე და იცავენ ჩვენ ქვეყანას, ჩვენ მოქალაქეებს შიდა თუ გარე მტრებისგან, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენთან ერთად არ არიან.

 

გასაგებია, ყველა ჩვენი სამინისტროს თანამშრომელი აქ ვერ იქნება და მინდა აქედან მივულოცო სულ ყველას ეს ბრწყინვალე დღესასწაული. ვუსურვო თავიანთ საქმიანობაში კეთილსინდისიერი, წარმატებული მუშაობა, რა თქმა უნდა, თავიანთ პირად ცხოვრებაში, დამსახურებული რასაც ქვია ქართული ოჯახი, ის სიკეთე, ის წინსვლა. აქედან ვულოცავ ყველას, მათგანს, ვინც ახერხებს და ტელევიზორით გვიყურებს, გვადევნებს თვალს, მინდა მივულოცო მათ. 

 

მინდა მივულოცო ყველა ჩვენ მოქალაქეს, რომელიც ჩვენ გვერდში გვიდგას, ჩვენ ქვეყნის პატიოსან მოქალაქეებს. ჩვენ ყველა ვართ მოწოდებულნი, ჩვენ, სამინისტროს თანამშრომლები, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, მათი უსაფრთხოების და ჩვენ სამშობლოს, საქართველოს უსაფრთხოების გარანტი და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ეს ღირსეული ოფიცერი თავის სიცოცხლესაც არ დაინანებს თავისი ქვეყნის და თავის ქვეყნის შვილების საკეთილდღეოდ და მრავალი მაგალითი გვაქვს ამის და ძაან სამწუხარო არი, რომ მრავალი დამსახურებული ოფიცერი, პოლიციელი დღეს ჩვენ გვერდში არ არიან და მე მათგან მრავალს ვიცნობდი და დღეს სამწუხაროა, რომ ჩვენთან არ არიან. ეს უნდა იყოს ჩვენთვის მაგალითი. ასევე, უნდა მივულოცო იმ ოჯახებს, რომლებმაც თავიანთი შვილები, თავიანთი ვაჟკაცი ქართველები, ჩვენ ქვეყნის ულამაზესი მოქალაქენი შეწირეს თავიანთ ქვეყნის კეთილდღეობას. მივულოცავ მათ ოჯახებს, მათ შვილებს და დარწმუნებული ვარ, რომ მათი ოჯახები მათით ამაყობენ და დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ჩვენთანგანი მათ შვილებზე, მათ ოჯახზე განსაკუთრებულად იზრუნებს. დიდი მადლობათ, ბატონებო”, – განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ სიტყვით გამოსვლისას.


ალექსანდრე ჭიკაიძე
ალექსანდრე ჭიკაიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი