ახალი ამბები

“ქართული ოცნება”: დაპირისპირებას გარდაბანში საერთო არ აქვს ეთნოკონფლიქტთან

29 მაისი, 2014 •
“ქართული ოცნება”: დაპირისპირებას გარდაბანში საერთო არ აქვს ეთნოკონფლიქტთან

ამის შესახებ დღეს, კოალიცია “ქართული ოცნების” სათაო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საარჩევნო შტაბის პრეს–სპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა გააკეთა. მისი თქმით, ინციდენტი მოხდა “ნაციონალური მოძრობის” და “ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის და მას საერთო არფერი აქვს ეთნიკურ კონფლიქტთან:

 

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს, პოზიტიური საარჩევნო გარემო გაამწვავოს. სხვადასხვა მიზეზებით დაძაბოს სიტუაცია და გააღრმავოს შუღლი მოსახლეობაში. ამის დასტური იყო გარდაბანში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოწყობილი პროვოკაცია, რის შედეგადაც აქტივისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას პირადი ინტერესებისაათვის გამოყენებას ცდილობს. დღეს ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათი პირადი თუ პარტიული საქმეები ქვეყანაზე მაღლა დაგს და ამისათვის მოქალაქეების ინტერესების გაწირვასც არ ერიდებიან. დრწმუნებულები ვართ სამართალდამცავი უწყებები შეისწავლიან მომხდარ ინციდენტს და დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს. “ქართული ოცნება” ერთგულია არჩევნების ჩატარების დემოკრატიული პრინციპისა და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძლას, გამოიჩინოს კეთილგონიერება, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისაგან და ხელი შეუწყონ მოქალაქეების მიერ არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთებას” – განაცხადა გეგეჭკორმა. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ინციდენტი ერთ-ერთი ჩაიხანაში მოხდა, თუმცა დაკავებული არავინაა:

 

“ჩხუბი მოხდა შელაპარაკების ნიადაგზე. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, ეს გახლავთ ხულიგნობა. ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის, არც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირვებია ვინმეს”, – აცხადებენ შსს-ში. ნეტგაზეთის კითხვას, შეესაბამება თუ არა უგულავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს იმის თაობაზე, რომ კონფლიქტში ეთნიკური კომპონენტი არსებობდა, უწყებაში უპასუხეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მისი გამომწვევი მიზეზები დგინდება.

 

გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ამბაკო ავალიანმა რუსთავი 2-თან საუბარში კონფლიქტის პროვოცირებაში ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი დაადანაშაულა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი