ახალი ამბები

თეა წულუკიანი გარდაბნის ინციდენტზე: შეხლა-შემოხლა ქვეყანას აზიანებს

29 მაისი, 2014 •
თეა წულუკიანი გარდაბნის ინციდენტზე: შეხლა-შემოხლა ქვეყანას აზიანებს


“მინდა მივმართო გუშინდელი ღამის ინციდენტის მონაწილე გარდაბნელ სვანებს. მართალია, როგორც ჩანს, არც ერთი მხარე არ არის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ ნებისმიერი არეულობა და შეხლა-შემოხლა გვაზიანებს ქვეყანას, საარჩევნო პროცესს. უწყებათაშორისი კომისიის სახელით გარდაბანში ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ”, – განაცხადა წულუკიანმა.


წულუკიანი
წულუკიანი


ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წუხელ, 29 მაისს გარდაბანში მომხდარი მასშტაბური ფიზიკური დაპირისპირების გამოძიებას მოითხოვს. როგორც დღეს, 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ ახალგაზრდებს “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ფიზიკურად პოლიტიკური ნიშნით დაუპირისპირდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაბანში მომხდარ ჩხუბში, ჯამში, რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ საქმე ხულიგნობის მუხლითაა აღძრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი