ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ოპოზიციამ ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა

29 მაისი, 2014 • • 1151
აფხაზეთში ოპოზიციამ ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა

“აფხაზი ხალხი რამდენიმე თაობის განმავლობაში ორიენტირებულია რუსეთზე, რომელშიც თავისი ინტერესებისა და უფლებების რეალიზების ერთადერთ გარანტს ხედავს. ასე იყო ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობისა და აფხაზეთის 1992-93 წლების სამამულო ომის დროს. ასეთ ერთგვაროვან და პრინციპულ ხაზს მიყვებოდა აფხაზეთის ხელისუფლება ელცინის პრეზიდენტობის პერიოდშიც, იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთის მიმართ ყოველთვის იყო ხისტი პოლიტიკა, რომელიც სირთულეებს უქმნიდა ომის დროს აფხაზეთის გადანდგურებული მეურნეობის აღდგენას. მსხვერპლისა და განსაცდელის გავლის შემდეგ ჩვენმა ხალხმა იმ რთულ პირობებში შეძლო შეენარჩუნებინა არა მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობა, არამედ რუსეთის სამხრეთ საზღვრების უსაფრხთოება უზრუნველყო, და არ დაუშვა ნატოს გავლენის გავრცელება ჩვენს რეგიონში,”- წერია ოპოზიციის განცხადებაში. 


ამაში დიდი წვლილი, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, აფხაზეთის პირველმა პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ შეიტანა. რუსეთში ვლადიმერ პუტინის საპრეზიდნეტო პოსტზე მოსვლის შემდეგ აფხაზეთის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა.


“რუსეთმა თანმიმდევრულად დაიწყო ჩვენი ხალხის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა საერთაშორისო არენაზე, ეხმარებოდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ხელისუფლებამ საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის აღიარებისა და მასთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთოების დამყარების საკითხში. იმ მომენტიდან ჩვენი სახელმწიფო ხარისხობრივად ახალ საფეხურზე იმყოფება, რომელიც სხვადასხვა სფეროში რუსეთთან შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პაკეტით არის გამყარებული. აფხაზეთი გულწრფელად მადლობელია რუსეთის ხელმძღვანელობის ამ მრავალმხრივი უანგარო მხარდაჭერისთვის. ამასთან, ჩვენ მღელვარებით ვაკვირდებით მსოფლიოში მოვლენების განვითარებას. ვხედავთ, რომ ახალი გლობალური საფრთხეები ჩნდება დასავლეთის მცდელობების, გეოპოლიტიკური და სამხედრო გავლენების საზღვრების გაფართოების მხრივ და ერების უფლებებისა და სუვერენინტეტის გვერდის ავლით.  


ამიტომაც მცირე სახელმწიფოებისთვის, ისეთი, როგორიცაა აფხაზეთი, ერთადერთი შესაძლებლობა დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და საიმედო თავდაცვის უზრუნველსაყოფად არის ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მიერ არის ინიცირებული,”- წერია განცხდებაში.


განცხადების ავტორთა განმარტებით, აფხაზეთის ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვა საბაჟო კავშირში თანასწორუფლებიან მონაწილეობას გულისმოხბს. 


“ჩვენ დაინტერესებული ვართ საბაჟო კავშირში თანასწორუფლებიანი მონაწილეობით. იმედი გვაქვს რუსეთის მხარდაჭერის ამ საკითხში. ასევე მივიჩნევთ, რომ ახალი საერთაშორისო გამოწვევების პროცესში, რომელიც საქართველოს ნატო-ში დაჩქარებულ ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული, აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული პარტნიორობა სამომავლო განვითრებასა და სრულყოფილებას საჭიროებს.”


როგორც განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რუსეთთან სამომავლო მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობები როგორც თავდაცვის სფეროში, ასევე, ეკონომიკისა და სოციალურ სფეროებში უნდა განვითარდეს.  

 

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესებისგან დამოუკიდებლად, ორივე ქვეყნის ურთიერთობა, რომელსაც, მათი თქმით, ალტერნატივა არ აქვს, აფხაზეთის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს პატივიცემაზე იქნება დაფუძნებული. 


საბაჟო კავშირის ქვეყნები
საბაჟო კავშირის ქვეყნები


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი