ახალი ამბები

საპროტესტო აქციის მესამე დღე სოხუმში

29 მაისი, 2014 •
საპროტესტო აქციის მესამე დღე სოხუმში

როგორც გამოცემა aiaaira წერს, დღევანდელ აქციაზე სიტყვით გამოვიდა მთავრობის ექს-ვიცესპიკერი და აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის ყოფილი დირექტორი, ვლადიმერ ზანთარია, რომელმაც განაცხადა, რომ “ისინი იბძრვიან სამართლიანობისთვის, სახელმწიფო სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, რომელიც დღეს საფრთხეშია.” 


ვლადიმერ ზანთარიამ გამოყო პრობლემები, რომელიც, მისი თქმით, აფხაზეთში არსებობს- მათ შორის, აფხაზური პასპორტები და მოსახლეობის მდიდრებად და ღარიბებად დაყოფა. 

 

“მთავრობამ არ მიიღო არც ერთი მოთხოვნა, წინადადები, რომელიც პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს მიერ იყო დასმული, არ გვაქვს იმის იმედი, რომ სიტუაცია სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა, სანამ ჩვენ არ მოვიგებთ ამ ბრძოლას.” 

 

აქციები სოხუმში 27 მაისს დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

 

გუშინ,  28 მაისს სოხუმში პარლამენტის საგანგებო სხდომაც გაიმართა, სადაც არსებული ვითარება და პრობლების გადაჭრის გზები უნდა განეხილათ, თუმცა მხარეები შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ. 


 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი