“სამივე ქვეყანა, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება, ეძებს მჭიდრო კავშირს გერმანიასთან და ევროპის კავშირთან პროგრამა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში. დღეს სამივე ქვეყანამ გამოიმუშავა ასოციაციის ხელშეკრულებაში მონაწილეობის პოზიცია. ეს ითვალისწინებს ასევე კულტურული ურთიერთობების დაახლოებას, დემოკრატიულ სახელმწიფოებრივ რეფორმებს, და ჩვენ იმედი გვაქვს, ეს პოზიტიურად აისახება ამ ქვეყნების განვითარებაზე. ჩვენ ვიცით, რომ სამივე ქვეყანამ აირჩია თავისი გზა ევროკავშირთან დაკავშირებისა და დაახლოებისა. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ისინი განაგრძობენ თავიანთ ქვეყნებში დისკუსიებს. ეს უფრო მოლდოვასა და უკრაინას ეხება, სადაც არსებობს ისევ დესტაბილიზაციის ტენდენციები, მაგრამ ევროკავშირი ყოველთვის მიუთითებს რუსეთს თავისი პასუხისმგებლობის შესახებ. მსურს დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რუსეთთან მიმართებაში არ დგას საკითხი ან “კი”, ან “არა” ამ ქვეყნებისთვის, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ მოქალაქეებმა თავად აირჩიონ, რომელი გზით წავიდნენ და სწორედ ამას ეძღვნება ჩვენი დღევანდელი მოწვევა,”- განაცხადა მერკელმა პრესკონფერენციის დროს.
პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს “აღმოსავლეთ პარტნიორობით” გახსნილი პერსპექტივის განხორციელების თვალსაზრისით.
“მზად ვართ წარმატებით განვახორციელოთ ჩვენი ევროინტეგრაციის პრიორიტეტები, რათა ევროკავშირთან ერთად ვაშენოთ საერთო მომავალი ევროპულ ოჯახში. 27 ივნისს ჩვენ ხელს მოვაწერთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპიზაციის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.