10:00 – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის პროფესიული განათლების კომპონენტის ფარგლებში, მართავს საინფორმაციო შეხვედრას პროფესიული განათლების ხელშეწყობის მენეჯერის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის შესახებ, რომლის ფარგლებშიც განიხილება 16 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება (გრანტის სახით).
10:15 – საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს უმასპინძლებს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს ეზოში გაიმართება. მისამართი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გენ. კვინიტაძის 20.
11:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ასაიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე და ადვოკატი ვახტანგ მაჭავარინი მოქალაქე შიო კობიძის საქმის ახალ დეტალებზე პრესკონფერენციას პრესკონფერენციას გამართავენ.
11:00 – საქართველოს ბანკის სათაო ოფისში გაიმართება „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის“პრესკონფერენცია, სადაც გამოცხადდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, მეორე საგრანტო კონკურსი. პრესკონფერენციას დაესწრება „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის“ დირექტორი თორნიკე გურული; მისამართი: გაგარინის 29ა (შესასვლელი სანაპიროს მხრიდან).
11:00 – “პირველ პრესკლუბში” კოალიცია “ქართული ოცნების” სანზონის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა კოლელიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30 – “პირველ პრესკლუბში” “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გურამ კვირიკაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00 – “პირველ პრესკლუბში” პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები გიორგი მიქანაძე და ლალი პერტენავა პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: დადასტურებული ოქროს საბადო და სახელშელახული ქართველი მეცნიერები.
12:00 – “ვითიბი” ბანკის სათავო ოფისში – ჭანტურიას # 14-ში (მე-5 სართ.) „ვითიბის“ და მაღაზიათა ქსელის „სმაილის“ წარმომადგენლები ახალ პროექტთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.
13:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში მანჩო გიორგობიანი და მამუკა ბაკურია ადვოკატთან ერთად პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ლატრუფეს საქმეში ახალი დეტალები ჩნდება და მელიას მისამართით ახალი ბრალდებები ისმის
13:00 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა, მიმდინარე სასწავლო პროგრამებს გაეცნობა და სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდება. ქ.ბათუმი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მისამართი: ნინოშვილის ქ. 35
13:00 – ქუთაისის მრეწველთა სახლში სურსათის ეროვნული სააგენტო “მრგვალი მაგიდის” ფორმატში მართავს შეხვედრას მეფუტკრეებთან და თაფლის მწარმოებლებთან. მეწარმეებს ევროკავშირის მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს გააცნობენ. (მის.: ქუთაისი, რუსთაველის გამზ. #124)
14:00 – თბილისის საქალაქო სასამართლოში (დარბაზი #36) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, მოსარჩელეების, კახა კოჟორიძისა და დალი მამულაშვილის სარჩელზე სასამართლო სხდომა გაიმართება. დავის საგანია იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც “RMG Gold”-მა საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება მიიღო. მოსარჩელეების ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.