ახალი ამბები

საპატრიარქოს “დეზინფექცია” მეორედ ჩაუტარეს [VIDEO]

28 მაისი, 2014 •
საპატრიარქოს “დეზინფექცია” მეორედ ჩაუტარეს [VIDEO]

“ჩვენ ხელმეორედ მოგვიწია სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, რადგან სიბნელის ბაქტერია ჯერ კიდევ აინფიცირებს გარემოს. მისი ბიოქიმიური და სოციალური სიმპომატიკა ასეთია: ინფიცირებული კარგავს საკუთარ თავის უფლებას, ეწყება შიზოიდური ბოდვები და რელიგიური მირაჟები. ეს ბაქტერიის არქაული ბაქტერიაა, ჩვენი აზრით, არქაული ბაქტერიის და შედარებით ახალი ბაქტერიის სსრკ-ის სიმბიოზი მისი ევოლუციის ისტორიას მივყავართ პათოლოგიური სისტემის ჩამოყალიბების სათავეებთან. პათოლოგიური სისტემა კი გამოიმუშავებს პათოგენურ ბაქტერიებს, რომლის ლიკვიდაციასაც გეგმავს ჯგუფი “საჭიროებს დიზინფექციას.” ეს ბაქტერია საფრთხეს უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, აქვეითებს თავისუფლების იმუნურ სისტემას და მაღლა სწევს არქაული ქოლესტერინის დონეს.

 

ამჟამად დავამუშავეთ ინფიცირებული კერები “დუსტით”, რადგან არქაულ ბაქტერიას “არქაული” საშულებებით გავუმკლავდეთ.” – წერია განცხადებაში, რომელიც პერფორმანისის დროს ჯგუფის წევრებმა გაავრცელეს. 


პირველი “დეზინფექცია” საპატრიარქოსთან ჯგუფმა რამდენიმე თვის წინ ჩაატარა.


მასალების გადაბეჭდვის წესი