“შეიქმნა ხუთკაციანი საბჭო. ის თვეში ერთხელ შეიკრიბება და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს უკრაინისთვის, უკრაინის ეკონომიკისთვის. ვთვლი, უკრაინა დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, პრაქტიკულად ეკონომიკური პრობლემები მოზღვავებულია. თუ მე რაიმეს გაკეთება შემეძლება, აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ. მოვუწოდებ ყველა ქართველს, ყველანაირად მხარი დავუჭიროთ უკრაინას,”- განაცხადა ბენდუქიძემ.
არსებული ინფორმაციით, ხუთკაციან საბჭოში ბენდუქიძის გარდა ორი კანადელი და ორი ამერიკელი მრჩეველია.