ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ამჟამად აფხაზეთს ოპოზიცია აკონტროლებს

28 მაისი, 2014 • • 1179
რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ამჟამად აფხაზეთს ოპოზიცია აკონტროლებს

ხაჯიმბამ სწორედ სოხუმში მიმდინარე მიტინგზე განაცხადა, რომ აფხაზეთს ოპოზიცია აკონტროლებს.


აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ადმინისტრაციის შენობა 27 მაისს დატოვა, როდესაც იქ დემონსტრანტები შეიჭრნენ, თუმცა მისმა პრესმდივანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყანას” ანქვაბი აკონტროლებს. ჯერჯერობით უცნობია, სად იმყოფება ამჟამად ანქვაბი. სოციალური ქსელებით გავრცელდა ცნობა, რომ იგი გუდაუთაში გაემგზავრა, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.


ანქვაბის პოლიტიკური გუნდის ოპოზიციამ საპროტესტო მიტინგი, რომელშიც გავრცელებული ინფორმაციით, 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, სოხუმში 27 მაისს გამართა. “ინტერფაქსის” ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზე ანქვაბმა მთავრობის გადაყენების მზაობა გამოთქვა, თუმცა მათ უშუალოდ მისი გადადგომა მოითხოვეს. საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან იმავე “ინტერფაქსის” ინფორმაციით, “პრეზიდენტის სასახლეში” დემონსტრანტები შეიჭრნენ და ანქვაბი იძულებული გახდა შენობა დაეტოვებინა.

ოპოზიციის აქცია სოხუმში: ფოტო: нижняя газета
ოპოზიციის აქცია სოხუმში: ფოტო: нижняя газета

აღსანიშნავია, რომ აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა საქართველოსაც უკავშირდება:

 

“ანქვაბის, როგორც კანონიერებისა და სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანის საქმიანობა ყალბი აღმოჩდა. ქვეყანაში არის განუკითხაობა, პრეზიდეტი უხეშად ერევა ხელისუფლების განშტოებების საქმიანობაში, მათ შორის პარლამენტის. ფაქტიურად ავტორიტარული სისტემაა შექმნილი. სახელმწიფოს მეთაურმა არანაირი ზომა არ მიიღო აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ არალეგალურად საზღვრის გადაკვეთის მცდელობებისა და მათი უკანონო მასობრივი პასპორტიზაციის აღსაკვეთად. მან იგნორირება მოახდინა პარლამენტის დადგენილებების, რომელიც ამ საკითხებს შეეხებოდა, რაც საქართველოს საშუალებას აძლევს, გააღრმაოს აფხაზეთის კონსტიტუციური წყობის საფუძველების ჩაძირვის პროცესი. ეს საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ აფხაზეთისთვის, არამედ რუსეთისთვისაც. დღეს აფხაზეთი თითოეული თქვენგანის აუცილებელ მხარდაჭერას საჭიროებს, თქვენი მონაწილეობა სახალხო მსვლელობაში არის სამოქალაქო ვალი სამშობლოს წინაშე,”- წერია მიმართვაში, რომელიც ოპოზიციამ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი