ახალი ამბები

ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა

27 მაისი, 2014 •
ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე საუბარი შეეხო პრემიერ-მინისტრის უკვე განხორციელებელ ვიზიტს ბრიუსელში და გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტს: 

 

“პრემიერმა პოლიტსაბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ იგი 28-29 მაისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუის მიწვევით, კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად მიემგზავრება, 1-2 ივნისს კი გერმანიას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა”. 

 

პოლიტსაბჭოს წევრებმა ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განსახორციელებელ ცვლილებებსა და რეფორმებზეც იმსჯელეს.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი