ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება “უკრაინის წარმატებულ საპრეზიდენტო არჩევნებს” მიესალმება

27 მაისი, 2014 • • 1479
საქართველოს საგარეო უწყება “უკრაინის წარმატებულ საპრეზიდენტო არჩევნებს” მიესალმება

ახალი პრეზიდენტის არჩევა წარმოადგენს უკრაინაში დაძაბულობის დეესკალაციისაკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს, რომელიც მიმართულია ქვეყნის კონსოლიდაციისა და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფისაკენ, სადაც უკრაინის ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები სრულად იქნება დაცული. ამასთან, არჩევნებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა უკრაინის მოქალაქეთა მტკიცე არჩევანი იცხოვრონ ერთიან, მშვიდობიან, ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოში, განახორციელონ რეფორმები და შეუქცევადად განაგრძონ ევროინტეგრაციის პროცესი. გამოვთქვამთ იმედს, რომ უკრაინა გადალახავს ყველა არსებულ სირთულეს და ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს დიდ ევროპულ ოჯახში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმატებებს უსურვებს უკრაინის ხელისუფლებას და ადასტურებს მზადყოფნას, განაგრძოს უკრაინასთან ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება”,  ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.


საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო


შეგახსენებთ, რომ უკრაინის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრო პოროშენკომ გაიმარჯვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი