ახალი ამბები

ანონსი – 28 მაისი

28 მაისი, 2014 •
ანონსი – 28 მაისი

10:00 – საარჩევნო სუბიექტების იურისტების ტრენინგი გაიმართება. სწავლებას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე გახსნის. მის: სასტუმრო ”ამბასადორი”, შავთელის ქ. #13.

 

11:00 – სასტუმროში „ქორთიართ მერიოტი“ სახალხო დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საპარლამენტო ანგარიშს წარუდგენს.

 

11:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” “ადამიანი, კანონი, თავისუფლებას” თავმჯდომარე გიორგი ჭულუხაძე პრესკონფერენციას გამართავს.

 

11:00 საათზე „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ვენდი“ ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით მდებარე რესტორანში „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებთან“ გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გაავრცელებს ინფორმაციას და მედიას ამცნობს, რომ ამიერიდან „ფროსტის“ ნაყინი „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელში ქართული ნატურალური რძით მომზადდება.

 

11:30 სთ-ზე_ “პირველ პრესკლუბში” “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი რამინ სხირტლაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

12:00 საათზე, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის წევრებთან ერთად არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრის მონაწილეები მიმდინარე საარჩევნო საკითხებს და არჩევნებისთვის მზადების პროცესს განიხილავენ. შეხვედრა ცესკოს ინიციატივით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება. მისამართი: სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერია” თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი #1.

 

12:00 სთ-ზე_ “პირველ პრესკლუბში” საკრებულოს დეპუტატი, მაჟორიტარობის კანდიდატი გულიკო ზუმბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22.

 

12:00 სთ-ზე, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისთვის გაიმართება სემინარი, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე გახსნის. მის: სასტუმრო ”ჰოლიდეი ინ”, 26 მაისის მოედანი #1.

 

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ- ერთი ლიდერი შოთა მალაშხია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ეწყობა პრესკონფერენცია თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზისათვის გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორისა და სამუსიკო კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლის ალექსი მაჭავარიანის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

12:30 სთ-ზე_”პირველ პრესკლუბში” საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22.

 

13:00 სთ-ზე-“პირველ პრესკლუბში” პარტია “რეფორმატორების” მერობის კანდიდატი ირაკლი ღლონტი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22.

 

13:00 საათზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ოფისში (რუსთაველის გამზირი 26) გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციის ახალი კვლევა „რა შედეგით დასრულდა ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში გამართული კონკურსები” . ანგარიში მოიცავს 2013 წლის 1 მარტიდან 2014 წლის 1 აპრილამდე გამართულ კონკურსებს.

 

13:15 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

14:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება პრესკონფერენცია თბილისის ფოტოფესტივალთან დაკავშირებით, რომელსაც გაუძღვებიან ნესტან ნიჟარაძე – Tbilisi Photo Festival-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, გურამ წიბახაშვილი – Tbilisi Photo Festival-ის მთავარი კურატორი, ხათუნა კიკვაძე – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნების სამმართველოს უფროსი, რიმალდას ვიკსრაიტისი – ლიტველი ფოტოგრაფი, გინტარას ჩესონისი – ლიტვის ფოტოგრაფთა ასოციაციისა და კაუნასის ფოტოგალერიის დირექტორი.

 

14:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ შედგება არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“–ს მიერ ორგანიზებული რეგიონული პრობლემატიკის მედიატურის/ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

 

19.00 – მწერალთა სახლი ციკლიდან „საუბრები ხელოვნებაზე“ გიწვევთ გერმანელ პერფორმანს არტისტ მარეიკე ვენცელთან შეხვედრაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი