ახალი ამბები

მარგველაშვილი ღარიბაშვილისთვის ხელმოწერის უფლების გადაცემაზე: ეს იყო დათმობა

27 მაისი, 2014 •
მარგველაშვილი ღარიბაშვილისთვის ხელმოწერის უფლების გადაცემაზე: ეს იყო დათმობა

ჟურნალისტების კითხვას, რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, მარგველაშვილმა განაცხადა: 

 

“ეს ხელშეკრულება იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ მისი ხელმოწერის საკითხი უნდა იყოს მტკიცე, ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე და ეს ისტორიული ხელშეკრულება ძალაში მტკიცედ უნდა შევიდეს. 

 

ჩვენ გადავწყვიტეთ [პრეზიდენტის გუნდმა] მაქსიმალურად მოვხსნათ კითხვები, რომელიც ამ მიმართულებით წარმოიშვა, და ბუნებრივად გადავეცით ეს უფლება პრემიერ-მინისტრს”,- განაცხადა მარგველაშვილმა.  


კითხვაზე, რატომ არ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული მთავრობის წევრებთან კონსულტაციის შედეგად [როგორც ეს უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა განაცხადა], პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას კონსულტაციები არ სჭირდება. 


“იმიტომ, რომ ეს არის დათმობა საკუთარი უფლებამოსილების.” 


საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გადასცეს ერთჯერადად პრემიერ-მინისტრს და ამ შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას საქრთველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით იღებს, რომელსაც ჭირდება პრემიერის კონტრასიგნაცია. შესაბამისად, პრეზიდენტის ბრძანებულება დღეს გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას, რომელიც პრემიერს მისცემს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილებას.

 

 

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი