ახალი ამბები

მანანა კობახიძე: პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ არის თანხმობა მასსა და მთავრობას შორის

27 მაისი, 2014 • • 1068
მანანა კობახიძე: პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ არის თანხმობა მასსა და მთავრობას შორის

“საქართველოს მთავრობას უფლება აქვს დადოს საერთაშორისო შეთანხმებები, შესაბამისად, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ პრემიერ–მინსიტრს მოეწერა ხელი. ასეთი უფლებამოსილების გადაცემა ალბათ უფრო ფორმალურია, რადგან არსებული კონსტიტუციური ნორმების თანახმად მთავრობა უფლებამოსილია დადოს საერთაშორისო ხელშეკრულებები. თავად ევროკავშირი არანაირ პრობლემას ამასთან დაკავშირებით არ ქმნის, ეს უბრალოდ ალბათ დამატებითი გარკვეული აქტია, რომელიც ყოველგვარ კითხვის ნიშანს გამორიცხავს და ალბათ ამით ახსნის თავად პერზიდენტი.

ეს აქტი ნიშნავს იმ შეთანხმებას, რომელიც არის მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. ამ აქტით კიდევ ერთხელ ადასტურებს პრეზიდენტი, რომ მას არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ აქვს და სრულიად ეთანხმება იმას, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.


მისივე თქმით, ყოვენგვარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირისპირებაა, სპეკულაციაა:


არანაირ დაპირისპირებაზე საუბარი არ არის, ეს არის სპეკულაციები და უნდა დამთავრდეს. ეს გამოხატულებაა იმისა, რომ არც არასამთავრობო სექტორს, არც საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით არ ჰქონდეს და რაიმე დაპირისპირების კიდევ ერთი სპეკულაცია არ იყოს”, – აღნიშნა კობახიძემ.


შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 მაისს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმისათვის, რომ არ წარმოიშვას სამართლებრივი პრობლემები და “საქართველოს პრემიერის ხელმოწერის უფლებამოსილება განხორციელდეს კითხვის ნიშნის გარეშე”, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ერთჯერადად გადასცემს უფლებამოსილებას, რომელსაც პრემიერი ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთვის გამოიყენებს.


მანანა კობახიძე
მანანა კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი