ახალი ამბები

ღარიბაშვილი პოროშენკოს ურჩევს, რომ სააკაშვილი გვერდით არ გაიკაროს

26 მაისი, 2014 •
ღარიბაშვილი პოროშენკოს ურჩევს, რომ სააკაშვილი გვერდით არ გაიკაროს

 

“ჩემი პირველი მეგობრული რჩევა, რაც იქნებოდა უკრიანის ახლადარჩეული პრეზიდენტისადმი, არის ის, რომ სააკაშვილი არ გაიკაროს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

 

უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. წინასწარი შედეგებით არჩევნებში პოროშენკომ გაიმარჯვა და განაცხადა, რომ მისი ერთ–ერთი მრჩეველი საქართველოს მოქალაქე იქნება. მანამდე ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკრიანის ახალ ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს სთავაზობენ. გარდა სააკაშვილისა, გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია კახა ბენდუქიძის კანდიდატურაზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი