ახალი ამბები

სად-ის თავმჯდომარის მოვალეობას სიმონ მაჩაიძე ასრულებს

26 მაისი, 2014 • • 1955
სად-ის თავმჯდომარის მოვალეობას სიმონ მაჩაიძე ასრულებს

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, ვინ და როდის დაინიშნება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი.

 

სიმონ მაჩაიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე დიმიტრი დარბაისელი 2014 წლის 23 მაისიდან შეცვალა. დარბაისელი სად-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2013 წლის 29 ნოემბერს დაინიშნა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სად-ის თავმჯდომარის პოსტიდან უკვე რიგით მესამე თავმჯდომარე გათავისუფლდა. თავდაპირველად ამ პოზიციას მაია ხასია იკავებდა – მხოლოდ 4 თვის განმავლობაში, შემდეგ – მიხეილ ღურწკაია – მხოლოდ 8 თვის განმავლობაში, და ბოლოს – დიმტრი დარბაისელი, რომელმაც ამ პოსტზე 6 თვე იმუშავა.

სიმონ მაჩაიძე სად-ის უფროსის მოადგიელდ თავად დიმიტრი დარბაისელმა დანიშნა. მაჩაძე ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2011–2012 წლებში შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. 

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტი
სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

ლალი მოროშკინას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს შტატგარეშე თანამშრომლის, რომლის ფუნქციაც სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგი იყო, ინფორმაციით, სიმონ მაჩაიძე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის კადრებში ჩანს:

 

“მე უდანაშაულობის პრეზუმპციას არ ვარღვევ და მხოლოდ იმ ადამიანებზე ვსაუბრობ, ვინც ამოცნობილი და იდენტიფიცირებულია”.

 

გასული წლის დეკემბერში სიმონ მაჩაიძემ პრემიის სახით 38 733 ლარი მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი