ახალი ამბები

დაწყებით კლასებსა და საბავშვო ბაღებში სწავლა მიმდინარე კვირაშიც არ აღდგება

26 მაისი, 2014 •
დაწყებით კლასებსა და საბავშვო ბაღებში სწავლა მიმდინარე კვირაშიც არ აღდგება

 

“რაც შეეხება ვირუსულ მენინგიტს, თბილისში შემთხვევები უკვე კლებისაკენ წავიდა. რაიონში ამას გარკვეული ინტერვალი ექნება. ვვარაუდობ, რომ ერთი კვირის შემდეგ კლება რაიონშიც მიყვება. პოზიტიური დინამიკა უკვე გამოკვეთილია. ყოველდღიური მონაცემები 18:00 საათზე გვექნება. ამ დროისთვის გამოკვეთილი მონაცემებით, რახან თბილისში დინამიკა პოზიტიურია, მაგრამ ეს ჯერ ასე არ არის რაიონებში, ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ იგივე შეზღუდვები საწყის კლასებში [მე–6 კლასის ჩათვლით] და საბავშვო ბაღებში კიდევ ოთხი დღე გაგრძელდეს”, – განაცხადა სერგეენკომ.

 

ვირუსული მენინგიტის შემთხვევების დინამიკის ზრდის გამო საწყის კლასებში სწავლა 21 მაისიდან შეწყდა და ხვალ, 27 მაისს უნდა აღდგენილიყო, თუმცა განათლების სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სერგეენკოს რეკომენდაცია უკვე გათვალისწინებულია და ზემოხსენებულ კლასებში სწავლა მომდევნო კვირამდე გადაიდო. 

 

დავით სერგეენკო/ ფოტო: ნეტგაზეთი
დავით სერგეენკო/ ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი